Monday, November 12, 2012
ქუთაისის ხანდაზმულთა ფოლკლორული ანსაბლი ,,ბერმუხა"
ქუთაისის ხანდაზმულთა ფოლკლორული ანსაბლი ბერმუხა დაარსდა 1970 წლის 1 ნოემბერს რომლის შექმნის ინიციატორი და პირველი ლოტბარი გახლავთ გენადი სოფრომაძე.
ანსაბლის პირველი დამსახურებული ქორეოგრაფი იყო ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ელგუჯა გუმბერიძე.
ქუთაისის ხანდაზმულთა ფოლკლორული ანსაბლი ბერმუხას წლების მანძილზე ხელმძღვანელობდენ შოთა ფულარიანი, გიგლა ცირეკიძე, ლეო ფაჩულია და საშა ჯიმშელეიშვილი. ამჟამად ანსაბლს ხელმძღვანელობს ღირსების ორდენოსანი, კავალერი დიდი მუსიკალური ოჯახის წარმომადგენელი გიგა აბესაძე.
2002 წლიდან ანსაბლი დამოუკიდებელ იურიდიულ პირად ჩამოყალიბდა რომლის დირექტორად არჩეული იქნა სოლისტი ღირსების ორდენოსანი, კავალერი ჟორა ჟურაშვილი.
2008 წლიდან ანსაბლის დირექტორად არჩეული იქნა სოლისტი და ღირსების ორდენოსანი, კავალერი მურთაზ მორჩაძე.
ქუთაისის ხანდაზმულთა ფოლკლორული ანსაბლი ბერმუხა არსი მრავალგზის ფესტივლის გამარჯვებული, ყველაზე დიდი წარმატება მოიპოვა 2002 წელს ხალხური შემოქმედების თბილისის ფესტივალზე სადაც მიიღო პრიზი და ფულადი თანხა.
ანსაბლ ბერმუხას ფოთის ფესტივალზე გადაეცა პრიზი ნომინაციაში იშვიათი და მივიწყებული სიმღერების საუკეთესო შესრულებაში.
მონაწილეობა მიიღო კუსტბის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ჩატარებულ თბილისის ქართულ ხალხური სიმღერის საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმზე და გადაეცა ,,სიგელი“.
No comments:
Post a Comment